ფრინველთა ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრინველთა ბაზარი, ფრინველთა მთები — მეზღვია ფრინველების (ქარიშხალასნაირთა, ჩვამების, თოლიების, ალკების, ზოგჯერ პინგვინების) მასობრივი კოლონური ბუდობის ადგილები. ჩვეულებრივ განლაგებული არიან ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკის, ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ ნახევარსფეროს ოკეანურ კუნძულებზე, ციცაბო კლდეებზე. ზოგიერთი ფრინველთა ბაზარი გადაჭიმულია ათეულ კმ-ზე და მოიცავს ათეული ათასობით ფრინველს. ფრინველთა ბაზრები განლაგებულია ზღვის ისეთ რაიონებში, რომლებიც გამოირჩევიან ბიოლოგიურ პროდუქტიულობით, წყლის გაძლიერებული ვერტიკალური ცირკულაციით, პლანქტონისა და თევზის ძლიერი გამრავლებით, ფრინველებისათვის მოსახერხებელი და უსაფრთხო ნაპირებით. ფრინველთა ბაზარში, ჩვეულებრივ, აღსანიშნავია იმ სახეობათ თანაცხოვრება, რომელთაც აქვთ განსხვავებული საბუდარი უბნები, საკვები და მისი მოპოვების საშუალებები. ფრინველთა ბაზარში ბუდობას თავისი უპირატესობებიც აქვს: ნაკლებია კვერცხების მოტაცება მტაცებელთაგან. მეტია სინქრონულობა გამრავლების ვადებში. ყოფილ სსრკ-ში ფრინველთა ბაზარს სახელმწიფო იცავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]