მარჯნის ზღვის კუნძულები
| მშობ. სახელი: ინგლ. Coral Sea Islands | |
|---|---|
|
მარჯნის ზღვის კუნძულები | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | მარჯნის ზღვა |
| კოორდინატები | 19°05′27″ ს. გ. 150°54′06″ ა. გ. / 19.09083° ს. გ. 150.90167° ა. გ. |
| ფართობი | 10 კმ² |
| ავსტრალიის გარე ტერიტორიები | მარჯნის ზღვის კუნძულები |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 0 (2025) |
მარჯნის ზღვის კუნძულები (ინგლ. Coral Sea Islands) — პატარა და ძირითადად დაუსახლებელი ტროპიკული კუნძულებისა და რიფების ჯგუფი მარჯნის ზღვაში, ქვინზლენდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავსტრალიაში. ყველა ეს კუნძულები ადმინისტრაციულად წარმოადგენს ავსტრალიის გარე ტერიტორიას.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვის აკვატორიის საერთო ფართობი მოიცავს 780 000 კმ²-ს. ხმელეთის ფართობი — დაახლოებით 10 კმ². კუნძულთა ჯგუფი მდებარეობს დიდი ბარიერული რიფიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით, რომელიც მოიცავს უილისის კუნძულების ჯგუფს, ჰერალდისა და ბეკონის კუნძულებს, ოსპრეის რიფებს და სხვა 15 კუნძულებისა და რიფების ჯგუფს[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარჯნის ზღვის კუნძულები XVIII-XIX საუკუნეებში მეზღვაურებისთვის საკმაოდ სერიოზულ ხიფათს წარმოადგენდნენ. ამიტომაცაა, რომ მარჯნის ზღვის ფსკერი ჩაძირული გემების ნამდვილ სასაფლაოდაა გადაქცეული. 1921 წელს კუნძულებზე აშენდა მეტეოროლოგიური სადგური.
1969 წელს კუნძულები გამოცხადდა ავსტრალიის ტერიტორიად. 1982 წელს ლიჰოუს და კორინგას, ხოლო 1987 წლიდან — ელიზაბეტის და მიდლტონ-სეილორის რიფები გამოცხადნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრძალებად.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთადერთი დასახლებული კუნძულია უილისი. მოსახლეობა დროებითია და შედგება მეტეოროლოგიური სადგურის მორიგე თანამშრომლებისაგან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Coral Sea Islands. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-21. ციტირების თარიღი: 2014-05-27.
| |||||||||||||