ალოფი
| დედაქალაქი | |
|---|---|
|
ალოფი ინგლ. Alofi | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ახალი ზელანდიის სამეფო | ნიუე |
| კოორდინატები | 19°03′15″ ს. გ. 169°55′10″ დ. გ. / 19.05417° ს. გ. 169.91944° დ. გ. |
| ფართობი | 46,48 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 21 მ |
| ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
| მოსახლეობა | 610 კაცი (2022) |
| სიმჭიდროვე | 13,12 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC-11 |
| სატელეფონო კოდი | +683 |
| ოფიციალური საიტი | http://niuevillage.com/niue/export/sites/NTO/alofisouth.html |
ალოფი (ინგლ. Alofi) — დაბა, წყნარ ოკეანეში არსებული ახალ ზელანდიასთან თავისუფლად ასოცირებული თვითმართვადი სახელმწიფო წარმონაქმნის ნიუეს დედაქალაქი. აქ 2022 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით ცხოვრობს 610 ადამიანი[1]. ალოფი შედგება ორი პატარა სოფლისგან: ჩრდილოეთ ალოფი (მოს. 187) და სამხრეთ ალოფი, სადაც მდებარეობს მთავრობის შტაბ-ბინა (მოს. 423).[1]
ალოფი მოქცეულია კუნძულის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით, მცირე ყურის სანაპირო ზოლში. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან — 21 მეტრი. იგი წარმოადგენს კლდოვანი სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე ერთ რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულ ქუჩას. სხვადასხვა მოკრძალებული ადმინისტრაციული შენობების გარდა სანაპირო ზოლში აღსანიშნავია რამდენიმე ტრადიციული კანოეს სადგომი პუნქტი, ოპაჰი-ლენდინგის ჩათვლით, სადაც 1744 წელს ჯეიმზ კუკმა განახორციელა თავისი ერთ-ერთი წარუმატებელი ცდა კუნძულის სანაპიროზე გადასვლისა. დასახლებული პუნქტის სიახლოვეს მდებარეობს აეროპორტი, რომლიდანაც რეისები ძირითადად ახალ ზელანდიაში ხორციელდება.
2004 წლის იანვარში ალოფს თავს დაატყდა ერთ-ერთი უძლიერესი ტროპიკული შტორმი, რომელმაც კუნძულს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ალოფის ბევრი შენობა დაინგრა, მათ შორის საავადმყოფოებიც.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Niue Census of Population and Housing 2022. Niue Statistics Office. ციტირების თარიღი: 20 March 2024.
| |||||||||||