პაპეეტე
| დედაქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
პაპეეტე ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete | |||
|
პაპეეტეს ხედი | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება | საფრანგეთის პოლინეზია | ||
| კოორდინატები | 17°32′00″ ს. გ. 149°34′00″ დ. გ. / 17.53333° ს. გ. 149.56667° დ. გ. | ||
| ქალაქის მერი | მიშელ ბუილარი (Michel Buillard) | ||
| დაარსდა | 1818 | ||
| ფართობი | 17,4 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 621 მ | ||
| ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||
| მოსახლეობა | 26 654 კაცი (2022) | ||
| სიმჭიდროვე | 1531,84 კაცი/კმ² | ||
| აგლომერაცია | 124 274 | ||
| სასაათო სარტყელი | UTC-10 | ||
| სატელეფონო კოდი | 98714 | ||
| საფოსტო ინდექსი | 98714[1] [2] და 98713[2] | ||
| ოფიციალური საიტი | ville-papeete.pf ville-papeete.pf ville-papeete.pf | ||
პაპეეტე (ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი, მდებარეობს არქიპელაგ საზოგადოების კუნძულებზე არსებულ კუნძულ ტაიტიზე.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლიმატი პასატურია სუბეკვატორულთან მსგავსი. ტემპერატურა მთელი წელი პრაქტიკულად მუდმივია. სეზონი ნოემბრიდან მაისამდე ტენიანია, ხოლო ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი. ამასთან ერთად ნალექი მშრალ სეზონშიც მოდის და ამიტომ ისინი თანდათანობით შეუმჩნევად ერწყმიან ერთმანეთს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისიონერი უილიამ კრუკი იყო პირველი ევროპელი, რომელიც 1818 წელს ეწვია პაპეეტეს და იქვე დასახლდა. ХІХ საუკუნეში მიმდინარეობდა ქალაქის მზარდი განვითარება და გაფართოება. პაპეეტე იქცა ქვეყნის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. ის 1827 წელს გახდა ტაიტის დედოფლის პამარე IVს რეზიდენცია, რომელმაც 1830 წელს პაპეეტე ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. საფრანგეთის მმართველობის პერიოდში 1843 წელს ტაიტიზე შეიქმნა პროტექტორატი, ეს ქალაქი უკვე ფრანგული პოლინეზიის ოფიციალური დედაქალაქი გახდა.
1884 წელს ხანძარმა პაპეეტეს მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი 1906 წლის ციკლონმაც მიაყენა. ამასთან ერთად ქალაქში ჩასახლდა ზოგიერთი ჩინელი, რამაც გამოიწვია მისი მოსახლეობის სწრაფი ზრდა და იმ დროისათვის შეადგინა 5000 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი იბომბებოდა იაპონიის მიერ, რამაც მას ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ადრე პაპეეტეს ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის, 1960 წელს აშენებული ბეტონის ნაგებობების, კრიმინალის, პროსტიტუციის და გარემოს დაჭუჭყიანების გამო ჰქონდა საკმაოდ ცუდი რეპუტაცია. მაგრამ ბოლო დროს ქალაქის მესვეურთა დიდი შრომის შედეგად ჩატარდა ქალაქის მთლიანი რემონტი, ამიტომაც დღეს იგი წარმოადგენს ცხოვრებისათვის მშვენიერ რაიონს სუფთა ჰაერით და დასვენების ყველა საშუალებებით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის რაოდენობა 2022 წლის აღწერის მიხედვით ქალაქ პაპეეტეში შეადგენს 26 654 ადამიანს[3] (2022), მაგრამ მისი აგლომერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანია — 124 274 ადამიანი (2022 წელი).
პაპეეტესა და მისი აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებების ისტორია დაწყებული 1956 წლიდან:
| 1956 | 1962 | 1971 | 1977 | 1983 | 1988 | 1996 | 2002 | 2007 | 2012 | 2017 | 2022 | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| პაპეეტე (კომუნა) |
18 089 | 19 903 | 25 342 | 22 967 | 23 496 | 23 555 | 25 553 | 26 222 | 26 017 | 25 769 | 26 926 | 26 654 |
| პაპეეტე (აგლომერაცია) |
28 975 | 35 514 | 65 185 | 77 781 | 93 294 | 103 857 | 115 759 | 127 327 | 131 695 | 133 627 | 136 771 | 124 274 |
| მოსახლეობის რაოდენობის აღწერის ოფიციალური მონაცემები.[4][5][6][7][8] | ||||||||||||
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაპეეტე არის ფრანგული პოლინეზიის მთავარი საზღვაო პორტი, ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც მრავალ ქვეყანაში ხორციელდება რეისები.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1891 წლიდან ამ ტერირტორიაზე ცხოვრობდა პოლ გოგენი. მოკლე დროით საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ (1893—1895), ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო ის სამუდამოდ გადასახლდა ოკეანეთში — პირველად ტაიტიზე, 1901 წლიდან კი კუნძულ ჰივა-ოაზე (მარკიზის კუნძულები).
1980 წლის 20 აგვისტოს აქ გარდაიცვალა ჯო დასენი.
2013 წელს აქ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი პლაჟის ფეხბურთში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Présidence
-
Papeete Cathédral
-
Paofai Temple
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kay, Robert F. Hidden Tahiti, Ulysses Press, Berkeley, California, 2001. ISBN 1-56975-222-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Papeete Official Website დაარქივებული 2009-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Papeete City Tour, over 30 tourist attractions to discover დაარქივებული 2011-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Papeete City Tour for mobile
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Base officielle des codes postaux — La Poste, 2018.
- ↑ 2.0 2.1 http://www.ville-papeete.pf/articles.php?id=3043
- ↑ Les résultats du recensement de la population 2022 de Polynésie française fr. Institut de la statistique de la Polynésie française (January 2023).
- ↑ Populations légales de Polynésie française en 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 2018-02-08
- ↑ Population des communes de Polynésie française. INSEE. ციტირების თარიღი: 2013-10-13
- ↑ Jean Fages. (1975)Punaauia-Paea - contact ville-campagne et croissance urbaine de la côte ouest de Tahiti. ORSTOM. ციტირების თარიღი: 2013-10-13
- ↑ Population statistique des communes et communes associées aux recensements de 1971 à 2002. ISPF. ციტირების თარიღი: 2013-10-13
- ↑ Population des communes de Polynésie française au RP 2007. INSEE. ციტირების თარიღი: 2013-10-13
| |||||||||||