ვანუა-ლევუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანუა-ლევუ
მშობ. სახელი: ინგლ. Vanua Levu
Fiji detail.jpg
გეოგრაფია
16°35′ ს. გ. 179°11′ ა. გ. / 16.583° ს. გ. 179.183° ა. გ. / -16.583; 179.183
მდებარეობა წყნარი ოკეანე
ფართობი 5587,1 კმ²
უმაღლესი წერტილი 1111 მ
მონ-ბატინის მთა
ქვეყანა
ოლქი ჩრდილოეთის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 130 000 (1996)
სიმჭიდროვე 23,268 ად. /კმ²

ვანუა-ლევუ (ინგლ. Vanua Levu) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეორე კუნძული, რომელიც მდებარეობს ვანუა-ლევუს კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ძველად სანდალის კუნძულს (ინგლ. Sandalwood Island) ეძახდნენ. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჩრდილოეთის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც იყოფა პროვინციებად.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ვანუა-ლევუ ადგილობრივ ენებზე ნიშნავს «დიდ მიწას» (შეადარეთ ინდო. ბენუა («კონტინენტი»), პოლინეზიური ფენუა, ფონუა, ჰენუა («მიწა, კუნძული»)).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანუა-ლევუ მდებარეობს 64 კმ-ში ჩრდილოეთით ფიჯის ყველაზე დიდ კუნძულ ვიტი-ლევუდან. უახლოესი მატერიკიავსტრალია მდებარეობს 2900 კმ-ში[1]. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ვანუა-ლევუს გარს ეკვრის კოროს ზღვა ზღვა.

კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა და წარმოადგენს ძველ ვულკანურ მასალას ტექტონიკური ფილაქნის ფრაგმენტზე[1]. ასევე ითვლება, რომ ვანუა-ლევუ ჩამოყალიბდა რამდენიმე მომცრო კუნძულის შეერთებით. კუნძულის ფართობია — 5587,1 კმ². კუნძულის ძირითად ნაწილს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ჰიპოტენუზის სიგრძეა 180 კმ, ხოლო კათეტების — 30-დან 50 კმ-მდე. ვანუა-ლევუ გარშემორტყმულია მარჯნული რიფებით. კუნძულის რელიეფი მთიანია, ცენტრში გადის ქედი, რომელიც ბუნებრივი საზღვარია ტაკაუნდროვეს პროვინციასა და მატუატას პროვინციას შორის. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მონ-ბატინის მთა (1111 მეტრი).

გეოკლიმატური პირობები იგივეა, რაც ვიტი-ლევუს კუნძულზე. კლიმატი ტროპიკულია[1]. მთის ქედის გამო კუნძულის სამხრეთ სანაპიროს აქვს უფრო ნოტიო კლიმატი, ვიდრე ჩრდილოეთისას. ჩრდილოეთ სანაპიროზე გამოიყოფა რვა მშრალი თვე, რაც ხელს უწყობს შაქრის ლერწმის მოყვანას. კუნძული განიცდის ტროპიკული ციკლონების და მიწისძვრების ზემოქმედებას[1].

ვანუა-ლევუ დაფარულია ხშირი მცენარეულობით, ფართედაა გავრცელებული ტროპიკული ტყეები, ასევე სანტალის ხეების და აგათისის ტყეები[1]. კუნძულზე არსებობს რამდენიმე მდინარე, რომელთაგან არც ართი ნაოსნობისათვის არ გამოდგება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანუა-ლევუს კუნძული 1643 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა. შემდეგ 1789 წელს კუნძულს მიადგა ბრიტანელი კაპიტანი უილიამ ბლაი, რომელიც ცდილობდა თავი დაეხსნა გემ «ბაუნტის» აჯანყებულებისგან, რომლებმაც გემის ეკიპაჟის 18 წევრთან ერთად ის ჩასვეს 23-ფუტიან (7 მეტრი) ბარკასში სექსტანტის და ჯიბის საათის, ასევე საკვების და წყლის რამდენიმე დღის მარაგთან ერთად, მაგრამ რუკებისა და კომპასის გარეშე. 1797 წელს ვანუა-ლევუ გამოიკვლია კაპიტანმა ჯეიმზ უილსონმა (ინგლ. James Wilson).

დაახლოებით 1805 წელს მბუას უბის სანაპიროზე უცხოელმა ვაჭრებმა დაიწყეს სანტალის ხეების მოჭრა. მაგრამ უკვე 1815 წლისთვის კუნძულის მომარაგება საკვებით შეწყდა, და 1840 წლამდე კუნძულს მხოლოდ ვეშაპის დამჭერები სტუმრობდნენ. 1840 წელს ახალგაზრდა მეზღვაური, სახელად ჯექსონი გადაჯდა მეზობელ კუნძულ ტავეუნიზე, სადაც ის მიიღო ადგილობრივმა ბელადმა. ამის შემდეგ მან გამოიკვლია ვანუა-ლევუს აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი სანაპიროები.

დაახლოებით 1860-იან წლებში კუნძულზე ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან წამოსულებმა გააშენეს ქოქოსის პალმის პლანტაციები. დიდი დეპრესიის პერიოდამდე კოპრა იყო ვანუა-ლევუს ძირითადი საექსპორტო საქონელი, რომლის ცენტრი გახდა ქალაქი სავუსავუ. ამავე დროს ინდოელებმა დააარსეს ქალაქი ლამბასა, რომელიც გახდა შაქრის ლერწმის ძირითადი ცენტრი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანუა-ლევუს მოსახლეობის რაოდენობაა — დაახლოებით 130 ათასი ადამიანი (1996 წელი). მთავარ ქალაქებია — ლამბასა, დასავლეთ სანაპიროზე, და სავუსავუ, აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1996 წელს ქალაქ ლამბასაში, რომელიც ფიჯიში შაქრის ლერწმის მოყვანის მთავარი ცენტრია, ცხოვრობდა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, ძირითადად ინდური წარმოშობის. პოპულარული ტურისტული ცენტრის — ქალაქ სავუსავუს მოსახლეობის რაოდენობა 5 ათას ადამიანზე ნაკლებია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ვანუა-ლევუ დაყოფილია სამ პროვინციად: მბუას პროვინცია (კუნძულის დასავლეთ ნაწილში), მატუატას პროვინცია (ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში) და ტაკაუნდროვეს პროვინცია (სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში). ყველა ეს სამი პროვინცია ფიჯის ჩრდილოეთის ოლქის ნაწილია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა (შაქრის ლერწამი, კოპრა). უკანასკნელ წლებში აქტიურად ვითარდება ტურიზმი. კუნძულზე მოქმედებს აეროპორტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]