აპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
აპია
ინგლ. Apia
Samoa - Apia Govt buildings.jpg
აპიაში არსებული მთავრობის შენობა
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ოლქი ტუამასაგა
კოორდინატები 13°50′00″ ს. გ. 171°46′00″ დ. გ. / 13.83333° ს. გ. 171.76667° დ. გ. / -13.83333; -171.76667
დაარსდა 1850
ფართობი 60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7
მოსახლეობა 37 708 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 6534,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-11
აპია — სამოა
აპია

აპია (ინგლ. Apia) — სამოას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აპია შედის ტუამასაგას ოლქის შემადგენლობაში. მის აგლომერაციაში ცხოვრობს 37 708 ადამიანი (2006 წლის აღწერით).

ბუნებრივი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპია მდებარეობს ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულის, უპოლუს ჩრდილოეთი ნაწილის მთიან სანაპირო ზოლში. ამ ადგილის კლიმატი — ტროპიკულია, საკმაოდ ცხელი და ნოტიო, ხშირი ტროპიკული ციკლონიანი ქარიშხლებით. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს +24 Cº-დან +27 Cº-მდე. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 3000 მმ-ია. აპიას ფლორა მოიცავს 600-ზე მეტი სახეობის მცენარეულობას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1837 წელს ამ ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი ევროპული დასახლება, იმავე წელს აქ ბრიტანელი მისიონერები მივიდნენ. 1900 წელს მოხდა მთელი არქიპელაგის გერმანიის იმპერიასა და აშშ-ს შორის გაყოფა, დასავლეთ სამოა შევიდა გერმანიის შემადგენლობაში. ამავე წელს აპიაში გერმანელები შევიდნენ. 1914 წელს აპიაში შევიდა ახალი ზელანდიის ჯარი. აპია მალევე გახდა ადმინისტრაციული ცენტრი, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი სამოა ახალი ზელანდიის სამანდატო ტერიტორია გახდა. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთი სამოა ოკეანეთში პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო აპია მისი დედაქალაქი. 1997 წელს ქვეყანას სახელი შეეცვალა და დღეისათვის იწოდება — სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2009 წელს აპიაში, ისევე როგორც მთელ სამოაში, შემოიღეს ზაფხულის დრო[1].

მოსახლეობა, ენა, რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპიას მოსახლეობის რაოდენობა 2006 წლის მონაცემებით შეადგენს — 37 708 ადამიანს. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ სამოელები (93 %), უმცირესობას შეადგენენ ევროპელები და ევროპელ-პოლინეზიური წარმოშობის ადამიანები. ორი ოფიციალური ენაა: სამოური და ინგლისური. მორწმუნეები ძირითადად პროტესტანტები (დაახლოებით 50 %) და კათოლიკებია (45 %).

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპიას ყველაზე დიდი ეკლესია — კათოლიკურია — რომელიც აშენებულია ქალაქის სანაპირო რაიონში. ზომებით მასზე ცოტათი ნაკლებია ანგლიკანური ეკლესია და კონგრეგაციონალისტების ქრისტიანული ეკლესია, სადაც დასვენებულია მისიონერ ჯონ უილიამსის ნეშტი — კუნძულზე მოსული ერთ-ერთი პირველი მისიონერი. სამოას დედაქალაქის ცენტრში, რომელშიც მდებარეობს ევროპული ტიპის ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები, დგას კოშკი საათით — მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი. ინტერესს წარმოადგენს დედაქალაქის შემოგარენი — ვალიმუ, სადაც მდებარეობს ცნობილი რომანის «განძთა კუნძული» ავტორი, ცნობილი ინგლისელი მწერლის რობერტ ლუის სტივენსონის სახლკარი და საფლავი, რომელსაც კუნძულელები პატივისცემით ეძახდნენ ტუსიტალას (მომთხრობი). საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია ორი სტროფი დიდი მწერლის საყვარელი ელეგიიდან: «მეზღვაურის სახლი — ზღვაშია, და მონადირის სახლი — ბორცვზე». დედაქალაქში მდებარეობს სამოას ეროვნული უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აპია&oldid=3254202“-დან