იაპის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Yap Islands

იაპის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 9°32′ ჩ. გ. 138°07′ ა. გ. / 9.533° ჩ. გ. 138.117° ა. გ. / 9.533; 138.117
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული იაპი
ფართობი 105,4 კმ²
უმაღლესი წერტილი 173 მ
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
შტატი იაპი
დემოგრაფია
მოსახლეობა 7391 (2000)
სიმჭიდროვე 70,123 ად. /კმ²

იაპის კუნძულები (ინგლ. Yap Islands) — კუნძულები წყნარ ოკეანეში. შედის მიკრონეზიის ფედერაციული შტატების იაპის შტატის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპის კუნძულების ფართობი შეადგენს 105,4 კმ²-ს[1].

იაპის კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი კუნძულები:

პატარა კუნძულები:

  • ბილეეგილი (Bileegiliy),
  • ბიი (Biy),
  • დალმეეტი (Dilmeet),
  • ფანგაამატი (Fangaamat),
  • გარიმი (Garim),
  • მიტეატოუ (Mitheathow),
  • პააკეალი (Paakeal),
  • ქაელიკი (Qaelik),
  • რუუნგუჩი (Ruunguch),
  • ტარაანგი (Taraang).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ოდესღაც იაპის კუნძულები იყო დიდი იაპის იმპერიის ცენტრი. იმპერიაში შედიოდა კაროლინის კუნძულების საკმაოდ დიდი ტერიტორია (სიგრძით 1100 კმ), სადაც თითოეულ კუნძულს ჰქონდა თავისი ადგილი იერარქიაში. იერარქიაში დაბალ საფეხურზე მდგომები წელიწადში ორჯერ ურიგებდნენ საჩუქრებს მაღალ საფეხურზე მდგომებს. მთელი ძღვენი რჩებოდა იაპის კუნძულების ბელადებს.

XVII საუკუნიდან იაპის კუნძულები ჯერ იყო ესპანეთის, შემდეგ გერმანიის და ბოლოს იაპონიის კოლონია. 1947—1986 წლებში კუნძულები იმყოფებოდა აშშ-ის მეურვეობის ქვეშ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის მონაცემებით იაპის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 7391 ადამიანს[2].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე სავაჭრო-ფულად ურთიერთობაში ამერიკულ დოლართან თანაბრად გამოიყენება უზარმაზარი რაის ქვები (ქვის მონეტები შუაში მრგვალი ხვრელით). ყველაზე დიდ მონეტას აქვს 3 მეტრიანი დიამეტრი, სისქე — 0,5 მეტრი და იწონის 4 ტონას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Federated States of Micronesia. Yap. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2010-04-09.
  2. 2000 Yap Detailed Tables. General Tables. — C. 1. FSM Division of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-09.