ეპიფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
DirkvdM red flat epiphyte.jpg

ეპიფიტები (ეპი... და ბერძნ. phyton — მცენარე) — ბალახოვანი ან მერქნიანი მცენარეები, რომლებიც სახლდებიან სხვა მცენარეებზე, ძირითადად ღეროებსა და ტოტებზე. ფოთლებზე დასახლებულ ეპიფიტებს ეპიფილებს უწოდებენ. პარაზიტებისაგან განსხვავებით, ეპიფიტები საკვებს იმ მცენარიდან კი არ იღებენ, რომლებზეც სახლდებიან, არამედ გარემოდან. განსაკუთრებით მდიდარია ეპიფიტებით ტენიანი ტროპიკული ტყეები, სადაც ეპიფიტებიდან უფრო მეტად ყვავილოვანი მცენარეები გვხვდება. ტენიან, მაგრამ ნაკლებად თბილ ადგილებში კი (მათ შორის მთიან რაიონებში) ხშირია ხავსი, გვიმრა და მღიერი. საქართველოში ეპიფიტებია ძირითადად ზოგიერთი წყალმცენარე,მღიერი და ხავსი. ისინი სახლდებიან ნაძვზე, სოჭზე, ფოთლოვან მცენარეებზე და სხვა. ეპიფიტებით მდიდარია კოლხეთის სოჭნარ-ნაძვნარი, ბზიანები (ბზიფის ხეობა), უთხოვრიანი (ბაწარას ხეობა), ღვიანები (კარსანი, სარკინეთი, ვაშლოვანის ნაკრძალი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: