საიპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საიპანი
მშობ. სახელი: ინგლ. Saipan

საიპანის ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 15°10′51″ ჩ. გ. 145°45′21″ ა. გ. / 15.18083° ჩ. გ. 145.75583° ა. გ. / 15.18083; 145.75583
ფართობი 115,38 კმ²
სიგრძე 19 კმ
სიგანე 9 კმ
უმაღლესი წერტილი 474 მ
ტაპოჩაუ
მუნიციპალიტეტი საიპანი
დემოგრაფია
მოსახლეობა 48 220 ად.[1] (2010)
სიმჭიდროვე 417,923 ად. /კმ²

საიპანი (ინგლ. Saipan) — მარიანას არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძული. საიპანი არის ჩრდილოეთ მარიანას უდიდესი კუნძული და დედაქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიპანის კუნძულის სიგრძე შეადგენს 19 კილომეტრს, ხოლო სიგანე 9 კილომეტრს. საიპანიდან 200 კილომეტრში მდებარეობს კუნძული გუამი, ხოლო ევრაზიის მატერიკიდან დაშორებულია 2800 კილომეტრით. კუნძულის უმაღლესი წერტილია ვულკანი ტაპოჩაუ (474 მ). კუნძულზე სულ უფრო მეტად ვითარდება ტურიზმი.

კუნძული საიპანი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი შერეული ვულკანური და მარჯნისებური წარმოშობისაა. კუნძულის დასავლეთ ნაწილში განლაგებულია ქვიშიანი პლაჟები, ხოლო ნაპირთან მყოფი რიფები ქმნიან დიდ ლაგუნას. საიპანის აღმოსავლეთი ნაწილი კლდოვანია და შემოფარგლულია რიფით. იგი მარიანას ღარიის დასაწყისია. ფართობი შეადგენს 115,38 კმ²-ს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი — ტენიანი და ტროპიკულია. ხშირია ტროპიკული ციკლონები.

წლიური ამინდი — საიპანი, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °F (°C) 84 (29) 84 (29) 86 (30) 88 (31) 88 (31) 88 (31) 88 (31) 88 (31) 90 (32) 88 (31) 84 (29) 84 (29) 90 (32)
საშუალო მაღალი °F (°C) 81 (27) 81 (27) 82 (28) 82 (28) 84 (29) 84 (29) 82 (28) 84 (29) 82 (28) 82 (28) 82 (28) 82 (28) 82 (28)
საშუალო დღიური °F (°C)
საშუალო დაბალი °F (°C) 72 (22) 72 (22) 73 (23) 73 (23) 73 (23) 75 (24) 73 (23) 75 (24) 73 (23) 75 (24) 75 (24) 73 (23) 73 (23)
რეკორდ. დაბალი °F (°C) 66 (19) 70 (21) 68 (20) 70 (21) 70 (21) 70 (21) 70 (21) 70 (21) 70 (21) 70 (21) 72 (22) 70 (21) 66 (19)
ნალექი დუიმი (მმ) 2.7 (69) 3.6 (91) 3.8 (97) 2.8 (71) 1.3 (34) 5.1 (130) 10 (254) 13.1 (333) 13.3 (338) 11.4 (290) 7.4 (188) 5.4 (137) 82,4 (2 092)
წყარო: BBC Weather [2] 2010-05-15

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები. XVII საუკუნეში აქ პირველი ევროპელები, ესპანელები მივიდნენ, რომლებმაც მთლიანად დაიმორჩილეს მარიანას არქიპელაგის კუნძულები. 1815 წელს საიპანზე კუნძულ სატავალიდან დიდი რაოდენობით გადმოსახლდნენ კაროლინელები, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობის ჩამოროელების დიდი ნაწილი გადაასახლეს კუნძულ გუამზე.[3][4]

1899 წლის 12 თებერვალს მარიანის კუნძულები ესპანეთმა მიყიდა გერმანიას[5], რის შედეგადაც ეს კუნძული გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1907 წელს გახდა გერმანიის ახალი გვინეის შემადგენელი ნაწილი.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში 1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანას კუნძულები იაპონიამ დაიკავა. ომის დასრულების შემდეგ საიპანი ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია გახდა. იაპონიის მმართველობის პერიოდში აქ განვითარდა მეთევზეობა და შაქრის წარმოება. 1930 წელს ამ ტერიტორიაზე აღდგა იაპონიის გავლენა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1941 წლისთვის იაპონიის იმპერიამ ამ ტერიტორიაზე სამხედროთა რიცხვი 30 000 ჯარისკაცამდე გაზარდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წლის 15 ივნისს კუნძული დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა. 1986 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა საბოლოო შეთანხმება ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების აშშ-სთან პოლიტიკური კავშირის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები შევიდა აშშ-სთან თავისუფალ ასოციაციაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მოსახლეობა შეადგენს — 48 220 ადამიანს (2010), ეს დაახლოებით მთელი ქვეყნის 90 %-ია. ძირითადი სასაუბრო ენა მოსახლეობაში არის ინგლისური, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში იხმარება ადგილობრივი მოსახლეობის ჩამოროელების ენაც.

საიპანზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ადამიანები ჩინეთიდან, ბანგლადეშიდან, ფილიპინებიდან, ტაილანდიდან, ვიეტნამიდან და კამბოჯიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-05-19.
  2. Average Conditions Saipan, CNMI. BBC Weather. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2006. ციტირების თარიღი: May 15, 2010.
  3. CNMI: Tanapag — Arrival: Come Ashore
  4. Carolinian-Marianas Voyaging, Continuing the Tradition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2014-05-26.
  5. World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]