შინაარსზე გადასვლა

ნან-მადოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნან-მადოლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქალაქ ნან-მადოლის ნანგრევები
ქვეყანა მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 6°50′31″ ჩ. გ. 158°19′56″ ა. გ. / 6.84194° ჩ. გ. 158.33222° ა. გ. / 6.84194; 158.33222
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1503
საფრთხის ქვეშ 2016-დან -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1503
ინგლ.რუს.ფრ.

ნან-მადოლი (ინგლ. Nan Madol) — ისტორიამდელი პერიოდის ქალაქის ნანგრევები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე. არქიპელაგის საერთო ფართობია 79 ჰა, შედგება 92 კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ხელოვნური არხებითაა დაკავშირებული. ქალაქი ასევე ცნობილია „მიკრონეზიის ვენეციის“ ან „წყნარი ოკეანის ვენეციის“ სახელით. მდებარეობს კუნძულ ტემვენის ახლოს, კუნძულ პონპეის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

1500 წლამდე ნან-მანდოლი იყო მმართველი დინასტიის საუდელერების დედაქალაქი. ნან-მადოლის მეგალითური კულტურა უნიკალურია, ერთადერთი მისი მსგავსია ქალაქ ლელუს ნანგრევები, რომელიც მდებარეობს 550 კმ-ით დაშორებულ მეზობელ კუნძულ კუსაიეზე.

ნან-მანდოლის კომპლექსმა თანამედროვე სახე მიიღო დაახლოებით 1285-1485 წლებს შორის, საუდელერების მმართველობის პერიოდში. საუდელერების აღზევების დროს მიკრონეზიელებმა დაიწყეს დასახლება კუნძულზე და დაიწყეს სხვადასხვა ნაგებობების აშენება. დაახლოებით 1500 წლისათვის მმართველი დინასტიის წარმომადგენლები აღნიშნული ტერიტორიებიდან გააძევეს. რა იყო ამის მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ნან-მადოლი დაიპყრეს მეზობელი კუნძულის, კუსაიეს წარმომადგენლებმა.

1529 წელს ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო დე საავედრამ აღმოაჩინა არქიპელაგი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს კაროლინის კუნძულები. შემდეგ კუნძულებზე გამოჩნდნენ ამერიკელები და ევროპელებიც, რომლებმაც აღმოაჩინეს სრულიად დაცლილი ქალაქი. თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ აქ დღესაც ცხოვრობენ სულები.

განადგურებული ქალაქის ქვები წყლის ქვეშაა მოქცეული და დაფარულია მარჯნის სქელი ფენით. ნაგებობები სანაპიროსთან მდებარეობს ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეში. როგორც ცნობილია შუა საუკუნეებში ზღვის დონე დაბალი იყო 1-1,5 მეტრით, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საუდელერების დინასტიამ გამოიყენა მანამდე არსებული ძველი შენობის ფუნდამენტი.

მშენებლობის ტექნოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნან-მადოლის გეგმა

მცირე კუნძულების ფუნდამენტი არის მარჯნის რიფები. მათზეა აგებული ბაზალტის მასიური ქვები, რომლებსაც პრიზმის ფორმა აქვთ. ქალაქის ასაშენებლად გამოყენებულია ათასობით მსგავსი მეგალითი, რომელთაგანაც ზოგიერთი ხუთი მეტრის სიგრძისაა და იწონის ხუთ ტონაზე მეტს. ერთ-ერთი ქვა, რომელიც საძირკველშია ჩაშენებული, სპეციალისტების შეფასებით, 50 ტონას უნდა იწონიდეს.

არსებული ნიშნების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადგილობრივი მოსახლეობის როგორც კულტურულ, ასევე რელიგიურ ცხოვრებაში. კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენლია ოთხი მავზოლეუმი, რომელიც კარგადაა შემონახული დღევანდელ დღემდე. გარდა ამისა, შესაძლებელია საკულტო ტაძრების, სასაფლაოების, საზოგადოებრივი შენობებისა და საპატიმროების იდენტიფიცირება.

ქალაქ ლელუსთან ერთად 2012 წლიდან წარდგენილია იუნესკოს მოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[1]. 2016 წლის 15 ივლისს კი მხოლოდ ნან-მადოლი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]