შინაარსზე გადასვლა

მანუელ კომნენოსი (ანდრონიკე I-ის ვაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანუელ კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Κομνηνός; დ. 1145– გ. 1185?) — ანდრონიკე I კომნენოსი (1183–1185) უფროსი ვაჟი, მისი პირველი ცოლიდან, რომლის სახელიც უცნობია.

დაახლ. 1180 წელს მანუელი დაქორწინდა გიორგი III ქალიშვილზე რუსუდანზე. აქედან გამომდიანრე ის გახდა თამარ მეფის სიძე. მანუელს და რუსუდანს ორი ვაჟი ეყოლათ: ალექსი და დავით კომნენოსი, რომლებიც მომავალში ტრაპიზონის იმპერიას დაარსებენ. ალექსი სავარაუდოდ დაიბადა 1182 წელს, დავითი სავარაუდოდ 1184 წელს უნდა დაბადებულიყო.

1185 წლის სექტემბერში, როდესაც ანრონიკე დაამხეს და მოკლეს, მანუელს თვალები დასთხარეს. სავარაუდოდ ის მიღებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა.