შინაარსზე გადასვლა

მოსე ხონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსე ხონელი
საქმიანობა მწერალი

მოსე ხონელიქართველი მწერალი. კლასიკური ხანის ქართული საერო მწერლობის ძეგლის „ამირანდარეჯანიანის“ ავტორი.

ბიოგრაფიული ცნობები მოსე ხონელის შესახებ არ მოგვეპოვება. მოსე ხონელს „ამირანდარეჯანიანის“ ავტორად მიიჩნევენ იმ ტრადიციის საფუძველზე, რომელიც მომდინარეობს ფსევდორუსთველური სტროფიდან: „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა“.

შალვა ნუცუბიძე მოსე ხონელს წარმართულ-მითოლოგიური „ამირანიანის“ ავტორად თვლის; ძეგლის ინგლისურ ენაზე მთარგმნელები დ. ლანგი და მ. ოუენი თვლიან, რომ მოსე ხონელი მთარგმნელ-ადაპტატორია და ფოლკლორული ვერსია „ამირანდარეჯანიანის“ გავლენითაა შექმნილი.

  • ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I თბილისი, 1945
  • მ. ჯანაშვილი, მოსე ხონელი და მისი „ამირანდარეჯანიანი“, ტფილისი, 1895
  • ვ. მაღალაფერიძე, „ამირანდარეჯანიანის“ ტიპოლოგიისათვის, თბილისი, 1989, (საკანდიდატო დისერტაცია)
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1981
  • იუსტ. აბულაძე, „ამირანდარეჯანიანის“ წარმოშობის საკითხისათვის, „საბჭოთა ხელოვნება“, 1936, N 3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]