შინაარსზე გადასვლა

სარგის I თმოგველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სარგის თმოგველი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თმოგველი.

სარგის I თმოგველი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი; XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერალი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი; ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე.

თმოგველი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყვეს ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი, სხვა მხარგრძელებთან ერთად, თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი — თმოგვის ციხე (ჯავახეთში), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგველად. თმოგველი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195), შალვა ახალციხელთან ერთად მონაწილეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანავე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად.

ისტორიის და ლიტერატურის ტრადიციის მიხედვით, სარგის თმოგველს ეკუთვნის რომანტიკული-სათავგადასავლო პოემა „დილარგეთიანი“ („დილარიანი“), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მასვე მიეწერება XI საუკუნის სპარსული პოემის „ვის ო რამინის“ პროზაული ქართული თარგმანი „ვისრამიანი“.[1]

მხარგრძელთა გენეალოგია[2]
ხოსრო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავაგ-სარგისიქარიმი
 
 
ზაქარია I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარგისი + 1187
ამირა, ამირსპასალარი
ვარამი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია +1212
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
ნანე
(ინანა)
დოპი
(შუშანი)
თამთაივანე +1227
მსახურთუხუცესი,
ამირსპასალარი, ათაბაგი
ზაქარია
გაგელი
სარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შანშე (შაჰანშა) +1262
მანდატურთუხუცესი
თამთაავაგ-სარგისი +1250
ამირსპასალარი, ათაბაგი
ვარამ გაგელი,
მსახურთუხუცესი
თაყაიდინ თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშირიზაქარია +1262
ამირსპასალარი
ავაგ-სარგისი +1268
მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი
ივანე
მანდატურთუხუცესი
მხარგრძელი
ამირსპასალარი
აღბუღაბერი
გიორგი
 
 
აღბუღასარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითიშანშე
ამირსპასალარი
ათაბაგი
ვარამ
ათაბაგი
არტაშირიაღბუღაზაზახოშაქივარამიზაქარიაივანე
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია
ათაბაგი
შაჰანშა
ათაბაგი
ზაქარია
  • კაკაბაძე ს., თმოგველთა გვარის ისტორიისათვის, ტფ., 1913;
  • მისივე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგნ. 1, ტფ., 1914;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 102.
  2. ↑ შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318