რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუსუდანი
ბერძნ. Ρουςουδάν
დაიბადადაახლ. 1158/1160
გარდაიცვალაXIII საუკუნე
ცხოვრობსბაგრატიონთა გერბი საქართველო
ბიზანტია
ტრაპიზონის დროშა ტრაპიზონის იმპერია
ეროვნებაქართველი
რელიგიური მრწამსიმართლმადიდებელი
მეუღლე მანუელ კომნენოსი
შვილები ალექსი
დავითი
მშობლები მამა: გიორგი III
დედა: ბურდუხანი
ნათესავებიდა: თამარ მეფე

რუსუდანი (ბერძნ. Ρουςουδάν; დ. 1158/1160) — საქართველოს მეფის, გიორგი III-ისა და ბურდუხანის უმცროსი ქალიშვილი, თამარ მეფის და.

1180 წლისთვის რუსუდანი ცოლად შეირთო მანუელ კომნენოსმა, ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკე I-ის ვაჟმა. მათ ორი ვაჟი ეყოლათ: ალექსი და დავით კომნენოსი.

1185 წელს, როდესაც ანდრონიკე I კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს, სავარაუდოდ, ამ დროს დააბრმავეს და შემდეგ მოკლეს რუსუდანის მეუღლეც. 1186 წელს დედოფალმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავის ორ ვაჟთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე მისი და, თამარი, მეფობდა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კონსტანტინოპოლში ქაოსი სუფევდა და თამარმა გამოიყენა ეს სიტუაცია. მან დაიკავა პონტოს პროვინცია, დალაშქრა რამდენიმე სხვა ქალაქი და თავის დისშვილებს გადასცა. ასე წარმოიშვა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც ალექსი ჩაუდგა სათავეში. სწორედ საქართველოსთან კავშირმა გაახანგრძლივა იმპერიის სახელმწიფოებრიობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. Toumanoff, "On the relationship between the founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar" in Speculum vol. 15 (1940) pp. 299–312
  • Varzos, K. (1984), Έ γενεαλωγία τόν Κομνηνόν, თესალონიკი, especially vol. 2 p. 515 note 24
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991, p. 63