საღირ კოლონკელისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საღირ კოლონკელისძეჰერეთის ერისთავი 1177-1184 წლებში. გიორგი III-ის მტრობაში შემჩნეულ და ორბელთა ამბოხის მონაწილე კოლონკელისძეთა სახლის წარმომადგენელი. ჰერეთის ერისთავი საღირ კოლონკელისძეს მეტოქეობას უწევდა ადგილობრივ ჰერ დიდებულთა ნაწილი, მათ შორის გრიგოლისძეთა საგვარეულო სახლი. მაგრამ თამარის მეფობის დასაწყისში ჰერეთის ერისთავობა ისევ კოლონკეისძეთა სახლს დარჩენია. თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, როგორც ჩანს, მეფის მხარდაჭერით, ასათ გრიგოლისძემ საღირ კოლონკელისძეს ჰერეთის ერისთავობა წაართვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]