რატი I სურამელი
იერსახე
| რატი I სურამელი | |
|---|---|
|
| |
| ქართლის ერისთავი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1177 |
| მმართ. დასასრული: | 1210 |
| წინამორბედი: | ლიპარიტ ორბელი |
| მემკვიდრე: | სულა სურამელი |
| გარდ. თარიღი: | 1210 |
| შვილები: | სულა სურამელი |
| დინასტია: | სურამელები |
| მამა: | ბეგა I სურამელი |
| დედა: | ხუაშაქ ცოქალი |
რატი I სურამელი — XII საუკუნის II ნახევრისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი, შვილი ბეგა I სურამელისა და ხუაშაქ ცოქალისა. დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ გიორგი III-მ ქართლის ერისთავობა ჩამოართვა ამ აჯანყების მონაწილე ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელს და გადასცა რატი I სურამელს. ამის შემდეგ სურამელები გახდნენ ერისთავთერისთავები, ქართლის ერისთავები. გიორგი III-ის 1170 სიგელის ცნობით, სურამელის მღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს სოფ. კობალი. მისი ვაჟი ქართლის ერისთავი სულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 609-610.
| ||||||||||||||||
