ინტერსექსუალობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ინტერსექსუალობა, აკუმობა — ცალსქესიან ცხოველში ორივე სქესის ნიშან-თვისებების არსებობა. ეს ნიშნები შუალედურია და ბოლომდე განუვითარებელი (ჰერმაფროდიტიზმი), ამასთანავე, ვლინდება სხეულის ერთსა და იმავე ნაწილზე. ასეთი ორგანიზმის ემბრიონი მეორე სქესის ნიშნების მოგვიანებით იძენს. ინტერსექსუალობა რამდენიმე ტიპისაა: ზიგოტური ანუ გენეტიკური ინტერსექსუალობა გამოწვეულის სასქესო ქრომოსომებისა და გენების კომპლექტის ნორმიდან გადახრით, ჰორმონული ინტერსექსუალობა ისეთ ცხოველებში ვითარდება, რომელთა სასქესო ჯირკვლები გამოიმუშავებენ მეორეული სასქესო ნიშნების განმსაზღვრელ ჰორმონებს. ასეთი ცხოველის კასტრაციისა და მასში მეორე სქესის სასქესო ჯირკვლების გადანერგვისას ორგანიზმი ინტერსექსი ხდება.

ინტერსექსი (ლათ. inter - შუა, შორის, sexus - სქესი) — (იხ. ჰერმაფროდიტიზმი) ”ორმაგი” ბიოლოგიური სქესის მქონე ადამიანის აღწერა. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს (მაგ. კლინეფელტერის სინდრომი). მშობლები და ექიმები ხშირად ინტერსექს ახალშობილებს რომელიმე კონკრეტულ სქესს მიაწერენ და შესაბამის ოპერაციასაც უტარებენ, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალშობილის სხეული არჩეულ სქესთან. ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტად საკამათო ხდება, და მის წინააღმდეგ უკვე ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები გამოდიან. ტერმინი ინტერსექსი არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა დეფინიციით და არ არის სინონიმი სიტყვა ტრანსგენდერისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Gay flag.svg ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.