კარიბის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარიბის ზღვა
კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე მაიას ქალაქი ტულუმი. მექსიკა, კინტანა-როო

კარიბის ზღვა — ტროპიკული ზღვა დასავლეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის ნაწილი, მექსიკის ყურის სამხრეთით. სამხრეთით შემოიფარგლება სამხრეთ ამერიკის კონტინენტით, დასავლეთით ცენტრალური ამერიკის რეგიონით, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ანტილებით: დიდი ანტილის კუნძულებითკუბა, ჰაიტი, იამაიკა და პუერტო-რიკო ჩრდილოეთით, და ცირე ანტილის მრავალრიცხოვანი კუნძულებით აღმოსავლეთით. კარიბის ზღვა, მიმდებარე კუნძულებითა და სანაპიროებით ცნობილია როგორც კარიბები.

კარიბის ზღვა ერთ-ერთი უდიდესი მლაშე წყლის ზღვაა 2 754 000 კმ² ფართობით. ზღვის ყველაზე ღრმა წერტილია კაიმანის ღრმული იამაიკასა და კუბას შორის (7 686 მ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]