გერმუხის ქედი
იერსახე
გერმუხის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°26′53″ ჩ. გ. 44°10′56″ ა. გ. / 42.448278° ჩ. გ. 44.182389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მანგაავცაგი |
სიმაღლე | 3338 მ |
ამგებელი ქანები | ფლიშური წყება |
გერმუხი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ხარულის ქედის დასავლეთი ტოტი. დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და გუდისისწყლის აუზების წყალგამყოფი.
იწყება მთა ქნოღოსთან, მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ებჯინება დიდი ლიახვის ხეობას მდინარეების თლიდონისა და გუდისისწყლის შესართავებს შორის. ქედის უმაღლესი მწვერვალია მანგაავცაგი (3338 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით. ძველი გამყინვარების კვალი განსაკუთრებით ჩრდილოეთ კალთისათვისაა დამახასიათებელი. თხემზე ალპური მდელოებია, კალთებზე — ტყეები (დასავლეთ ნაწილში გვხვდება წიწვიანებიც).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 600.