შინაარსზე გადასვლა

თოხთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თოხთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ცხრაძმა
კოორდინატები 42°18′14″ ჩ. გ. 44°33′10″ ა. გ. / 42.30389° ჩ. გ. 44.55278° ა. გ. / 42.30389; 44.55278
ცენტრის სიმაღლე 1720
მოსახლეობა 13 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თოხთა — საქართველო
თოხთა

თოხთასოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), მდინარე ცხრაძმულას (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1720 მ, ახალგორიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნეში. თოხთის აღმოსავლეთით დგას ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია „ქაშვეთი“. სოფლის მიდამოებშია ე.წ. თოხთის, ანუ ქსნის და არაგვის დამაკავშირებელი სამიმოსვლო გადასასვლელი.

თოხთიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ხუციშვილები (მაგ., ოძისში).[1]

  1. გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955.  გვ. 76.