კორინთა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
კორინთა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კორინთა |
| კოორდინატები | 42°11′03″ ჩ. გ. 44°29′11″ ა. გ. / 42.18417° ჩ. გ. 44.48639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
| მოსახლეობა | 205 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
კორინთა — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გეზევრეთი, გუდაწვერი, ნახიდი, საძეგური პირველი, ქვემო ალევი, ქურთა, ყოჩიანი, შუა ალევი, წირქოლი, ხარკელანი). მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ, ახალგორიდან 7 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 39 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 კაცი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 674.