დაბაკნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დაბაკნეთისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხრაძმულის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 31 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნის I ნახევარში. 1922-1990 შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის რაიონში (2006 წლიდან მუნიციპალიტეტი). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელი ისტორიული სახელის ნაცვლად იწოდება „ბაშართად“. სოფელში არის შუა საუკუნეების ქვითკირით ნაგები ერთნავიანი ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 29 ადამიანი,[1] 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით — 6.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  2. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.