მშველიეთი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მშველიეთი}} |
მშველიეთი (ძვ. შველიეთი) — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში. განლაგებულია მდინარეების ქსნისა და ჭურთის გამყოფი ქედის (მთის) დასავლეთ კალთაზე. სახელწოდება სავარაუდოდ წარმოსდგება სიტყვისგან "შველი". როგორც ჩანს, ამ ადგილებში უწინ ბევრი შველი და ირემი უნდა ყოფილიყო. შველიეთში ძირითადად ორი გვარი მოსახლეობდა: შერმადინები და რუსიტაშვილები. ამჟამად სოფელში მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი. სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის საყდარი და კიდევ ერთი საყდარი, სადაც ლომისობის წინა შაბათს, ივნისის თვეში ხალარჯობის დღესასწაული აღინიშნება. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 ადამიანი.