შინაარსზე გადასვლა

ზემო ღრუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ღრუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი გდუ
კოორდინატები 42°12′58″ ჩ. გ. 44°32′46″ ა. გ. / 42.21611° ჩ. გ. 44.54611° ა. გ. / 42.21611; 44.54611
ცენტრის სიმაღლე 1260
მოსახლეობა 8 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ღრუ — საქართველო
ზემო ღრუ

ზემო ღრუ, ზემო გრუსოფელი აღმოასვლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, გდუს თემში[1]. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. ახალგორიდან დაშორებულია 19 კილომეტრით, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 50 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.[2] სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.