ზემო ბოლი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ბოლი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბოლი |
| კოორდინატები | 42°07′38″ ჩ. გ. 44°28′17″ ა. გ. / 42.12722° ჩ. გ. 44.47139° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
| მოსახლეობა | 212 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 54% ქართველები 46% |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ბოლი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).
მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 880 მ-ზე, ახალგორიდან 1 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად იყო ქსნისხევის სოფელ ბოლის ნაწილი. სოფელში მიკვლეულია ძველი ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარი. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. 1990-იან წლებში ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შემდეგ 2008 წელს რუსეთის მიერ ახალგორის ოკუპაციამდე სოფელზე კონტროლს ახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო (2007–2025 წლებში ნომინალურად იყო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ნაწილი). 2002 წლის აღწერით სოფელში იყო 212 მცხოვრები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზემო ბოლის კვირაცხოვლის ეკლესია
- ზემო ბოლის წმინდა მარინეს ეკლესია
- ზემო ბოლის კოშკი
- ზემო ბოლის მარანი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 344.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.