შინაარსზე გადასვლა

ბალაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალაანისოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხას თემი), მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 27 კმ-ით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.