გარუეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარუეთისოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი), საფერშეთის მთის (მდინარეების ქსნისა და ალეურის წყალგამყოფი) დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხავატურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 16 კმ-ით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]