შინაარსზე გადასვლა

ახმაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ახმაჯი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი წინაგარი
კოორდინატები 42°03′19″ ჩ. გ. 44°28′42″ ა. გ. / 42.055278° ჩ. გ. 44.478333° ა. გ. / 42.055278; 44.478333
ცენტრის სიმაღლე 800
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახმაჯი — საქართველო
ახმაჯი

ახმაჯი[1]სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 800 მ, ახალგორიდან დაშორებულია 9 კმ-ით. სოფელი XVI საუკუნეში საამილახოროში შედიოდა, შემდეგში კი ქსნის საერისთავოს ნაწილი გახდა.[2]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.  გვ. 21.
  2. გვრიტიშვილი დ., გვიანფეოდალური ქართლის სოციალური ურთიერთობიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951.  გვ. 42.