ძანგათი
იერსახე
ძანგათი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1350 მ, ახალგორიდან 32 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264.