ციხისოფელი
იერსახე
ციხისოფელი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (გდუს თემი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1200 მ, ახალგორიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 237.