ყანჩავეთი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ყანჩავეთი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბოლი |
| კოორდინატები | 42°09′39″ ჩ. გ. 44°26′57″ ა. გ. / 42.16083° ჩ. გ. 44.44917° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
| მოსახლეობა | 445 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ყანჩავეთი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), ხარულის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1000 მ, ახალგორიდან 6 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 445 კაცი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.