დადიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დადიანეთისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, ქსნის ხეობაში. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 27 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნეში დადანეთის სახელით (სამთავისის სამწყსოს შესავლის წიგნი). თავდაპირველად შედიოდა ცხრაძმისხევში, შემდეგ — ქსნის საერისთავოში. 1922-1990 შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის რაიონში (2006 წლიდან მუნიციპალიტეტი). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

სოფელში დგას სამებისა და წმ. გიორგის ეკლესია (ორივე IX–X სს.). სოფლის თავში გეგმით ოთხკუთხა კოშკია, რომლის კედლებში ბუხრები, თახჩები და სათოფურებია დაყოლებული. სოფლის ქვემოთ კიდევ ორი კოშკის ნანგრევებია (ყველა შუა საუკუნეებისა).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 113 ადამიანი,[1] 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით — 36.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  2. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.