ქაშაპი (ლათ.Leuciscus cephalus) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 8 კგ აღწევს. აქვს სქელი თავი, განიერი და ფართო შუბლი. გავრცელებულია ევროპისა და აზიის მრავალ მდინარესა და ტბაში. ძირითადად ბინადრობს მდინარეებში, იშვიათად ტბებში. იკვებება მწერებით, პატარა თევზებითა და ბაყაყებით. საქართველოში გვხვდება მისი ერთი ქვესახეობა (L.c. orientalis). მცირერიცხოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი თევზია. სპორტთევზჭერის ობიექტია. მისი სარეწაო მოპოვება ხდება სხვა თვზებთან ერთად. იყენებენ ნედლს, იშვიათად დამარილებულს.