ველისა
ველისა — სოფელი საქართველოში (სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული), ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1500 მ-ზე, ახალგორიდან 38 კმ-ში.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველისა იხსენიება ჭურთის ხეობის სოფლებს შორის იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის წიგნში (XVIII ს.) და იოანე ბატონიშვილის აღწერაში (1803).[1] 1922-1990 წლებში ველისა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში, 1990 წლიდან (ოლქის გაუქმების შემდეგ) — ახალგორის მუნიციპალიტეტში. 1979 წელს სოფელში იყო 3 მცხოვრები (ოსები). 1989 და 2002 წლების აღწერების მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 350.
- ველისა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაისურაძე ს., ქსნის ხეობის ოსური მოსახლეობა მე-18 საუკუნესა და მე-19 საუკუნის დასაწყისში (ნაშრომი საქართველოს ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად), გორი, 2020. — გვ. 64.
- ↑ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის რიცხოვნობა.