შინაარსზე გადასვლა

წირქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წირქოლისოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 920 მ, ახალგორიდან 6 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 179 კაცი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.