შინაარსზე გადასვლა

დელკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დელკანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (სალბიერის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. ახალგორიდან დაშორებულია 9 კმ-ით. 2002 წლის აღწერით იყო 5 მცხოვრები. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს (1772) სოფელთა სიაში.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.