შინაარსზე გადასვლა

დორეთკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დორეთკარი

წინკიბის ციხის კომპლექსი და წმ. ბარბარეს ეკლესია.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ლარგვისი
კოორდინატები 42°17′16″ ჩ. გ. 44°25′55″ ა. გ. / 42.288028° ჩ. გ. 44.432167° ა. გ. / 42.288028; 44.432167
ცენტრის სიმაღლე 1400
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დორეთკარი — საქართველო
დორეთკარი
დორეთკარი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
დორეთკარი
დორეთკარი — ახალგორის მუნიციპალიტეტი
დორეთკარი

დორეთკარისოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე. ახალგორიდან დაშორებულია 27 კმ-ით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დორეთკარი შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში; მოხსენიებულია იოჰან გიულდენშტედტის 1772 წლის სოფელთა სიაში და ქსნის საერისთავოს 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში. 1865 წელს დორეთკარი თავისი 7 ქართული კომლით ქსნის უბნის მეწყერის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. საბჭოთა პერიოდში, 1922-1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, ახალგორის რაიონში (2006 წლიდან — ახალგორის მუნიციპალიტეტში). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნასოფლარი წინკიბი ციხით, წმინდა ბარბარეს ეკლესია (IX-X საუკუნეები) და წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები (გვიანი შუა საუკუნეები).

2002 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობა იყო 70 მცხოვრები (36 კაცი, 34 ქალი), ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით — ქართველები (74 %), ოსები (24 %).

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 70[1][2]
  • მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968.