მორბედაანი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
მორბედაანი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბოლი |
| კოორდინატები | 42°07′08″ ჩ. გ. 44°28′16″ ა. გ. / 42.11889° ჩ. გ. 44.47111° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
| მოსახლეობა | 172 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 56 % ოსები 44 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მორბედაანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), მდინარე ქსნის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მ, ახალგორიდან 1.5 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 26 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 172 კაცი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 119.