ლარგვისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლარგვისისოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში[1], თემის ცენტრი (ლარგვისი; დორეთკარი, გავაზი, გარუეთი, დოგუზაანი, ველისა, კარა, კუცხოვეთი, მშველიეთი, საბარკლეთი, ჩკუნეთი, ცხავათი, ძანგათი, ხარბალი, ხრამისწყარო[2]). მდებარეობს მდინარე ქსნის ხეობის მარცხენა მხარეს[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ძველი სახელია "მონასტერი". მისი ახლანდელი სახელწოდება უკავშირდება ლარგვე ერისთავს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ლარგვე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ეწოდა სახელი - ლარგვისი. სოფელში არის წმინდა თევდორეს სახელობის მონასტერი.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 259 ადამიანი[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. მაკალათია, ქსნის ხეობა, თბ. 1968 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2008 წ. აგვისტოდან ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ.
  2. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  3. ს. მაკალათია, ქსნის ხეობა, თბ. 1968 წ.
  4. 2002 წლის აღწერის შედეგები