მახიარეთი
იერსახე
მახიარეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე თოხთურის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1710 მ, ახალგორიდან 30 კმ., დადიანეთიდან 5 კმ, უკანამხარიდან 4 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხვარეობა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 13 ადამიანი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 520.