მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
მსხლები[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, წინაგრის თემში.[5] მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ახალგორიდან 54 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 21 კმ.[6]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში.[7][8] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის წინაგრის სოფსაბჭოში. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[10] და დე ფაქტოდ შედის არაღიარებული ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ლენინგორის რაიონის შემადგენლობაში.[1]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წელს სოფელში ფიქსირდება 117 კაცი (უმრავლესობა ოსები),[7] 1911 წელს — 110 კაცი (ქართველები).[8] 1926 წლის აღწერით (ამ დროს შედიოდა „წინა-კარის“ (დღ. წინაგარი) სოფსაბჭოში) მსხლებში დასახლებული იყო 26 კომლი და 183 კაცი (ოსი — 100 %).[11] 1959 წელს (ამ დროს შედიოდა ცხილონის სოფსაბჭოში) სოფელში ცხოვრობდა 181 კაცი, რომელთაგან უმრავლესობა იყო ოსი.[12] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით მსხლების მოსახლეობას 9 კაცი (3 მამაკაცი და 6 ქალი) შეადგენდა.[1]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია მსხლების წმინდა გიორგის ეკლესია და კვირაცხოვლის ნაეკლესიარი.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსხლები GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
- მსხლები GEOnet სახელების სერვერზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის 2015 წლის მოსახლეობის აღწერა, გვ. 17
- ↑ საფოსტო ინდექსის მოძებნა — საქართველოს ფოსტა
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 71.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 118.
- ↑ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28. matsne.gov.ge (26 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2019.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 183.
- ↑ 7.0 7.1 Кавказский календарь на 1910 годъ
- ↑ 8.0 8.1 Кавказский календарь на 1912 годъ
- ↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-29.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
- ↑ მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
- ↑ ლენინგორის რაიონის სოფლები, 1959 წ. (რუსული)
- ↑ შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 4, გვ., 138-139, თბ., 2008