შინაარსზე გადასვლა

ბაზუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაზუანისოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე ყანჩაურის (ქსნის შენაკადი) შესართავის ახლოს, მის მარცხენა მხარეზე. ზღვის დონიდან 900 მ, ახალგორიდან დაშორებულია 4 კმ-ით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.