სალბიერი
იერსახე
Checked
| სოფელი | |
|---|---|
|
სალბიერი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სალბიერი |
| კოორდინატები | 42°06′44″ ჩ. გ. 44°32′12″ ა. გ. / 42.11222° ჩ. გ. 44.53667° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
| მოსახლეობა | 17 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ოსები 94 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
სალბიერი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: დელკანი, მოსაბრუნი, ნაგომევი, ჩორჩანი, ძეგლევი, ჯვარისუბანი). ზღვის დონიდან 1160 მ, ახალგორიდან 7 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 33 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 688.