ოხირი
იერსახე
ოხირი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარე ქსნის ხეობაში. ზღვის დონიდან 1770 მ, ახალგორიდან 35 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 626.