ფარერული ენა
ვიკიპედიიდან
ფარერული ენა —(føroyskt, წარმოითქმის [ˈføːɹɪst] ან [ˈføːɹɪʂt]) დასავლეთ ნორდიკული ენაა, რომელიც ისლანდიურს ენათესავება. საკმაოდ დაშორებული დასავლურ ნორვეგიულ დიალექტებს. ფარერულად ლაპარაკობს 48 000 ადამიანი ფარერებზე და დაახლოებით 12 ათასი დანიაში. ესაა ერთ-ერთი იზოლირებული სკანდინავიური ენა, რომელიც ძველნორდიკული ენიდან წარმოიშვა ვიკინგების ეპოქაში. მეორე ენა ისლანდიურია, ხოლო მესამე გადაშენებული ჩრდილოური ენა, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო ენათესავებოდა ფარერულ ენას.