გრადეცი (ზაგრები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრადეცი
გრადეცის ქვის კარი
დვერცე

გრადეცი (უნგრ. Gréc, ლათ. Mons Graecensis prope Zagrabiam) — კაპტოლთან ერთად შუა საუკუნეების ზაგრების ისტორიული ცენტრი. ის მდებარეობს ზაგრების ისტორიულ რაიონ – გორნი-გრად–მედვეშჩკში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრადეცს ოქროს ბულა 1242 წელს ბელა IV–მ მიანიჭა. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო, რომლის მიხედვითაც გრადევცს ეწოდებოდა "გრადეცის თავისუფალი სამეფო ქალაქი, ზაგრების მთაზე". ამ განკარგულებით გრადეცი პირდაპირ მეფეს დაექვემდებარა. ქალაქის მოსახლეობას ჰქონდა უფლება აერჩიათ საკუთარი მაგისტრი (gradski sudac), რომელიც თანამედროვე მერის როლსს ასრულებდა.

ქალაქის ირგვლივ დამცავი ნაგებობების მშენებლობა მონღოლების ევროპაში შეჭრის დროს დაიწყეს. გალავნის მშენებლობა 1242–1261 წლებში მიმდინარეობდა. დამცავი კედლები დასახლებას სამკუთხედის ფორმას აძლევს. გალავანი ადგილებში მართკუთხედი და ნახევრად წრიული კოშკებითაა გამაგრებული.

გრადეცს ჰქონდა ოთხი ძირითადი შესასვლელი: დასავლეთი კარიბჭე მეშნიკის ქუჩაზე, ახალი ჩრდილოეთ კარიბჭე, დვერცე სამხრეთით და კამენიტა ვრატა (ქვის კარი). გრადეცსი თავდაპირველი შესასვლელებიდან ქვის კარი ერთადერთია რომელიც დღემდე ორიგინალური სახით შემორჩა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპტოლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]