თეიმურაზ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ჯანელიძე
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1944 (1944-09-20) (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
ეროვნება ქართველი

თეიმურაზ ჯანელიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944) — ქართველი მუსიკოსი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან იყო რუსთავის სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის პედაგოგი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, სალიბაურის სკოლა-ინტერნატის პედაგოგი, თბილისის ორთაჭალის რაიონის განათლების გამყოფილების მეთოდისტი, საქართველოს კამერული გუნდის მთავარი ქორმეისტერი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის რუსთავის საქალაქო განყოფილების თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]