ზვიად ნადარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზვიად ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1959 (1959-11-25) (64 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ზვიად ნადარეიშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1959) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1983 წლიდან იყო გულრიფშის რაიონის დრანდის შრომითი სწავლების კომბინატის პედაგოგი. 1984 წლიდან იყო № 2 მოძრავი კოლონის მუშაკი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]