ბონდო ჯიქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონდო ჯიქია
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1938 (1938-12-05) (85 წლის)
დაბადების ადგილი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბონდო ჯიქია (დ. 5 დეკემბერი, 1938, სოფ. ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.

1961 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1961-1964 წლებში იყო „საქსოფლტექნიკის“ ზუგდიდის რაიონული გაერთიანების ინჟინერ-მექანიკოსი, მმართველის მოადგილე, ენგურის ქაღალდკომბინატის სატრანსპორტო განყოფილების გამგე. 1988-1989 წლებში იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილების გამგე. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]