ალექსანდრე პავშენცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე პავშენცევი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1944 (1944-04-01) (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

ალექსანდრე პავშენცევი (დ. 1 აპრილი, 1944) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო ინსტიტუტების „საქსახპროექტისა“ და „თბილჰიდროპროექტის“ინჟინერი. 1972-1974 წლებში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში. 1975 წლიდან იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე, 1980 წლიდან საქართველოს სსრ კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, 1983 წლიდან საქართველოს სსრ კპ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი, 1986 წლიდან იყო საქართველოს სსრ კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, 1988 წლიდან იყო საქართველოს სსრ კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე, 1989-1990 წლებში იყო საქართველოს სსრ კპ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]